კომპანია Volvo 2025 წლისთვის მილიონამდე “მწვანე” ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. შვედური ბრენდი პირველ ელექტრომობილს უკვე 2019 წელს წარადგენს.
World Car Fans-ის ინფორმაციით, შესაძლოა ვოლვოს ახალი ავტომობილი Tesla-ს პირდაპირი კონკურენტი გახდეს. ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ახალ ავტომობილს ერთჯერადი დატენვით გადაადგილება 500 კილომეტრზე შეეძლება. ელექტრომობილის შესახებ დეტალები კომპანიის მხრიდან არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ სავარაუდოდ ის კროსოვერი იქნება.
დატოვე კომენტარი