VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ის სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებას ,,იმპოსტი მეპ’’ უზრუნველყოფს

VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ის სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებას ,,იმპოსტი მეპ’’ უზრუნველყოფს

VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ისთვის საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპის’’ შვილობილი კომპანია ,,IMEP PROJECT-’’ შეასრულებს.  პროექტზე იმუშავებენ როგორც ქართველი,  ასევე უცხოელი სპეციალისტები.

,,ჩვენთვის დიდი პატივია VR ჰოლდინგთან თანამშრომლობა. ,,IMEP PROJECT-ი’’ არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც ნერგავს ახალ სტანდარტებს საინჟინრო სფეროში და ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქტს.  ჩვენი მიზანია,  VR Shekvetili Forest-Beach-ისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ ენერგოეფექტური, პრემიუმ კლასის მოთხოვნებთან თავსებადი პროექტი.   მადლობას ვუხდი VR  ჰოლდინგს  არაერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის’’ –  აცხადებს ,,IMEP PROJECT-ის’’  დირექტორი დავით ცქვიტაია.

VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH ინოვაციური პროექტია, რომელიც ორმოც ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ და წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება განსაკუთრებული დასასვენებელი ადგილი. პროექტი გამოიარჩევა უნიკალური მდებარეობით, სადაც ერთიანდება მრავალწლიანი
ფიჭვნარი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო ზოლი და სუბტროპიკულ-იონიზირებული ჰავა.

საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი მეპ’’ მომხმარებელს სთავაზობს სრულ საინჟინრო სერვისს – გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, წყალმომარაგება-წყალარინების, ელექტროობის  და სუსტი დენების მიმართულებებით.

,,იმპოსტი მეპ” “VR Holding”-თან აქტიურად თანამშრომლობს და კომპანიებმა დღემდე არაერთი ერთობლივი პროექტი განახორციელეს.

S