Wall Street-ის პროგნოზები მშპ-სთან დაკავშირებით კვლავ ეცემა

Wall Street-ის პროგნოზები მშპ-სთან დაკავშირებით კვლავ ეცემა

Wall Street-ის ეკონომისტების მოლოდინები მეოთხე კვარტალის ეკონომიკური ზრდისადმი მცირდება.

კვირას გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, Morgan Stanley-ის ეკონომისტთა ჯგუფმა მეოთხე კვარტლის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 9,3%-დან 3,5%-მდე შეამცირა. მთლიანი 2020 წლისათვის, Morgan Stanley ეკონომიკის 2,7%-იან შეკუმშვას მოელის.

ეს ყოველივე, გასულ კვირას, JPMorgan-ისა და Goldman Sachs-ის მიერ ზრდის პროგნოზის ჩამოქვეითებას მოჰყვა. ახლა, JPM-ი მეოთხე კვარტლის ზრდას 2,5%-ამდე, ხოლო ეკონომიკის 4,2%-ით შემცირებას ვარაუდობს. Goldman-ი კი მეოთხე კვარტლის ზრდას 3%-მდე და ეკონომიკის 3,5%-ით შემცირებას პროგნოზირებს.  

სამივე კომპანიამ ერთი და იგივე “დამნაშავეს“ მიაგნო და ეს არის ფისკალური სტიმულირების ნაკლებობა.

თუმცა, ნაწინასწარმეტყველები ზრდის შემცირების მიუხედავად, სამივე ფინანსურმა კომპანიამ აღიარა ნავარაუდევზე უკეთესი შედეგები მომხმარებელთა ხარჯვასა და საოჯახო საბუღალტრო ბალანსებში.

“ჩვენი გათვლებით, ფისკალური დახმარების ამოღება ხელმისაწვდომ შემოსავალს, მეოთხე კვარტალში, დაახლოებით პანდემიამდელ დონეებამდე დაიყვანს,“ – განაცხადეს Goldman-ის ეკონომისტებმა გასულ კვირას.

“ეს ყოველივე მომხმარებელთა ხარჯვაზეა დამოკიდებული, მაგრამ, ალბათ, ნავარაუდევზე ნაკლები იქნება. შვიდი კვირის შემდგომ უმუშევრობის შეღავათების ამოწურვიდან, დროული ხარჯვის საზომები გაიზარდა, აირეკლეს რა მიმდინარე ადაპტაცია და მომსახურების სფეროს გახსნა“, – დასძინეს მათ.  

“შემცირებული ფისკალური დახმარება ეკონომიკის აღდგენის მედეგობას გამოცდის,“ – განაცხადა Morgan Stanley-მ კვირას, – “მაგრამ, ჩვენ კვლავ გვწამს, რომ აღდგენა საკმარისად განვითარდა და საკმარისი ბიძგი არსებობს ამერიკის ეკონომიკის COVID-ამდელ ზრდის დონემდე დასაბრუნებლად შემდეგი წლის შუა პერიოდში“.

Renaissance Marco-ს წარმომადგენლის ნილ დუტას მოსაზრებით, სამშენებლო ბაზრის სიძლიერე, სწრაფი მოხმარება და სწრაფი COVID ტესტირება, ამერიკის ეკონომიკის მომავალს ოპტიმისტურს ხდის, რაც ზომიერი ეკონომიკისგან შექმნილ პესიმისტურ პროგნოზებს არ შეესაბამება.  

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *