საქართველოში საშუალოდ 5-დან 1 ადამიანი ღარიბია, – მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში მხოლოდ ტაჯიკეთს უსწრებს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბე უფრო მაღალია, ვიდრე ეს სომხეთშია. ამასთან ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის საფრთხის ქვეშ, რომ გაღარიბდეს.
“საქართველოში წლიდან წლამდე აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება, ამასთან გაზრდილია საშუალო ფენა და ბოლო მონაცემებით ის მოსახლეობის 30%-ს შეადგენს. ამასთან მოსახლეობის საშუალოდ 47-54% არის იმ ჯგუფში, რომელიც შესაძლოა, რომ ღარიბ ფენას შეუერთდეს”, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.
აღნიშნულს მსოფლიო ბანკი იმით ხსნის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ძნელად უმკლავდება ეკონომიკურ შოკებს. მაგალითად ბანკს 2015 წელი მოჰყავს, როდესაც ინფლაციის მატებას მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლის ცვლილება მოჰყვა.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ მაღალია მოსახლეობის შემოსავლებს შორის სხვაობა.
დატოვე კომენტარი