მსოფლიოში დასაქმების პრობლემა ბიზნესის საკეთებლად ყველაზე დიდი რისკია, – ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 12 000-მდე ბიზნესსუბიექტის გამოკითხვის შედეგი, რომელიც მსოფლიოს 140 ქვეყანას მოიცავს.
სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული რისკები განსხვავებულია, თუმცა გლობალურად, ბიზნესის 10 მთავარი რისკი შემდეგია:
- უმუშევრობა
- მთავრობების მარცხი
- ენერგო ტარიფების ცვლილება
- ფისკალური კრიზისი
- კიბერ შეტევები
- ღრმა სოციალური არასტაბილურობა
- ფინანსური ინსტიტუტებისა და მექანიზმების მარცხი
- კრიტიკული ინფრასტრუქტურის მარცხი
- რეგიონალური და გლობალური მთავრობების მარცხი
- ტერორისტული თავდასხმები
წინა წელთან შედარებით, მსოფლიოში კიბერთავდასხმების მოლოდინი გაზრდილია, რადგან გასულ წელს მსოფლიოს 10 მთავარ რისკს შორის ის მერვე ადგილზე იყო, წელს კი მეხუთეზე გადმოინაცვლა.
რეგიონების მიხედვით, ბიზნესის N1 რისკები შემდეგია:
- ევროპა – კიბერთავდასხმები
- ევრაზია – ენერგოტარიფების შოკი
- შუა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკა – უმუშევრობა
- სუბ საჰარული აფრიკა – უმუშევრობა
- სამხრეთ აზია – რეგიონალური და გლობალური მთავრობების მარცხი
- აღმოსავლეთ აზია – კიბერ თავდასხმები
- ჩრდილოეთ ამერიკა – კიბერ თავდასხმები
- ლათინური ამერიკა – რეგიონალური და გლობალური მთავრობების მარცხი
რაც შეეხება საქართველოს, WEF აღნიშნავს, რომ საქართველოში, როგორც ენერგო იმპორტიორ ქვეყანაში, საკმაოდ დიდია რისკი ენერგო ფასების მიმართ. ამასთან, საქართველოს რეგიონში ბიზნესის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია გეოპოლიტიკური არასტაბილურობა.
“ინტერესთა კონფლიქტი” ქართველი და საქართველოში მოქმედი ბიზნესმენებისთვის მთავარი რისკი აღმოჩნდა. მიზეზად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ არსებულ ვითარებას ასახელებს.
კვლევის შედეგებით, საქართველოში ბიზნესის “TOP 5 რისკი” შემდეგია:
1. ინტერესთა კონფლიქტი
2. მთავრობის მარცხი
3. რეგიონალური და გლობალური მთავრობების მარცხი
4. უმუშევრობა
5. ფისკალური კრიზისი, ენერგო ტარიფების შოკი, უმართავი ინფლაცია.
დატოვე კომენტარი