არის თუ არა დღეს მოგებიანი ევროპულ, განსაკუთრებით კი ფრანგულ უძრავ ქონებაში ინვესტირება? ArendaLazur TM-ის დირექტორს (Cofrance SARL – ნიცა, საფრანგეთი), ეკონომიკის დოქტორი ვიტალი არხანგელსკი გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ კომერციულ და საცხოვრებელ ბაზარზე, ისევე როგორც ქართველი მყიდველების დამოკიდებულებაზე ამ ბაზრის მიმართ.
ბატონო არხანგელსკი, თუ შეიძლება, მოკლედ რომ მოგვიყვეთ თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ
ArendaLazur TM (Cofrance SARL – ნიცა, საფრანგეთი) ევროპული უძრავი ქონების ბროკერია. ჩვენ გვაქვს ოფისები მსოფლიოს 110-ზე მეტ ქალაქში, და ერთ-ერთი მათგანი თბილისშია. ჩვენი ოფისების საშუალებით შეგიძლიათ მარტივად იყიდოთ ან იქირაოთ ნებისმიერი, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონება საფრანგეთის რივიერასა და მონაკოში. ჩვენი ბიზნესის ცალკე ხაზია ძვირად ღირებული უძრავი ქონება. Cofrance SARL დაგეხმარებათ არა მხოლოდ ქონების შეძენაში, არამედ მის გამოყენებაშიც, რაშიც იგულისხმება: იჯარით გაცემა, მოვლა, დაზღვევა, გადასახადების გადახდა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ჩვენ გთავაზობთ კომპეტენტურ იურიდიულ მხარდაჭერასა და ქონების მართვის სერვისების სრულ სპექტრს საზღვარგარეთ. ეს ეხება შეძლებულ კლიენტებს საქართველოდან, რომლებსაც არა აქვთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გეგმები და სურთ, დისტანციურად მართონ საკუთარი ვილა ან კომერციული ფართი.
როგორ იმოქმედა პანდემიამ ფრანგული უძრავი ქონების ბაზარზე?
კომერციულ ობიექტებზე მოთხოვნა დროებით დაეცა. რესტორნები, სასტუმროები და გასართობი ცენტრები არარელევანტური გახდა. გაიზარდა ინტერესი დიდი საწყობების მიმართ, რადგან აშკარა გახდა, რომ ინტერნეტგაყიდვები ყველა სფეროში გაიზრდებოდა. მდიდარმა ადამიანებმა დაიწყეს ინვესტიცია ძვირად ღირებულ უძრავ ქონებაში. ფრანგული შატოები თუ უძველესი ვილები, სადაც ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ, არასოდეს დაიკლებს ფასში, არ დაკარგავს ისტორიულ მნიშვნელობას. ეს ფულის შენახვისა და შვილებისთვის გადაცემის კარგი შესაძლებლობაა.
ქართველი კლიენტები დაინტერესებული არიან ფრანგული უძრავი ქონებით?
დიახ, და ასევე ვიტყოდი, მონაკოს უძრავი ქონებითაც. სამთავრო ცნობილია მაღალი ფასებით, მაგრამ ის ყოველთვის იყო მიმზიდველი ინვესტიცია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის. საცხოვრებელში ინვესტიციის ჩადების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ მის უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ქონების ღირებულება მხოლოდ გაიზრდება. . იგივე ეხება ელიტარულ სასახლეებს, ძველ სასახლეებსა და ძვირად ღირებულ ვილებს საფრანგეთში. ასეთი ვარიანტები აინტერესებთ მდიდარ კლიენტებს საქართველოდან და ჩვენც ყოველთვის სიამოვნებით ვთანამშრომლობთ მათთან. ჩვენ დაგეხმარებით ყველა პარამეტრის მიხედვით სწორი ქონების შერჩევასა და გასაღების ჩაბარების პრინციპით შეძენაში. და თუ გსურთ, შეგიძლიათ უბრალოდ იქირაოთ ქონება მდიდრული დასვენებისთვის ფრანგულ რივიერაზე. ეს ასევე აქტუალურია ევროპის მოყვარული ქართველი კლიენტებისთვისაც. ჩვენი კომპანია რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ გაქირავების ვარიანტების ჩამონათვალს რამდენიმე დღიდან ერთ წლამდე პერიოდისთვის. საქართველოდან მომხმარებლები, როგორც წესი, მიდიან დასასვენებლად, ქირაობენ ბინებსა და სახლებს, მაგრამ ხანდახან ქონება სჭირდებათ საქმიანი მიზნებისთვისაც, როგორიცაა მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა, გამოფენის ან დიდი ბიზნესღონისძიების მოწყობა.
იმოქმედა თუ არა საფრანგეთში შესვლაზე შეზღუდვებმა უძრავი ქონების შეძენის პროცედურაზე?
რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი კლიენტებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში ვმუშაობთ დისტანციურად, მინდობილობით. ჩვენი კომპანიის სპეციალისტების სანდოობა და კომპეტენცია ჩვენს კლიენტებს სრული ნდობით განაწყობს და არავის ეშინია ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელება. მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვაწყოთ კერძო ფრენა, რაც დაშვებულია თუნდაც არსებული შეზღუდვების პირობებში. ასე რომ, მდიდარი მყიდველებისთვის პანდემია დაბრკოლება არაა. ჩვენ მოვაწყობთ VIP-ფრენას, გავცემთ ნებართვას და ვიზებს, შეგხვდებით ნიცაში და, საჭიროების შემთხვევაში, მოგაწვდით ვერტმფრენს ფრანგული რივიერას კურორტებზე სწრაფი მოგზაურობისა და უძრავი ქონების საჰაერო ხედების გაცნობისთვის. და როდესაც კლიენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, იურისტები დაასრულებენ გარიგებას გასაღების ჩაბარების პრინციპით, შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია გადავიბაროთ ქონება კომერციულ მენეჯმენტში. იგივე ეხება გაქირავებასაც. თუ თქვენ გჭირდებათ საფრანგეთში გამგზავრება, ხელმისაწვდომია კერძო ავიაცია, მათ შორის – ჩვენი საკუთარი HondaJet ფრენებით. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვთანამშრომლობთ საქართველოდან ჩამოსულ კლიენტებთან და ყოველთვის მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ მათ საფრანგეთში.
დატოვე კომენტარი