Where Next? – ახალი ციფრული პლატფორმა, რომელიც თვითმყოფად ინფლუენსერებსა და გამორჩეულ ახალგაზრდებს აერთიანებს

Where Next? – ახალი ციფრული პლატფორმა, რომელიც თვითმყოფად ინფლუენსერებსა და გამორჩეულ ახალგაზრდებს აერთიანებს

მსოფლიოში არაერთგზის აღიარებული ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკი Glenfiddich და Forbes Georgia წარმოგიდგენთ ახალ ციფრულ კამპანიას – „WHERE NEXT?“.

WHERE NEXT?“ ციფრული პლატფორმაა, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პირების გაერთიანება, მათი სამომავლო, დადებითი ცვლილებებისკენ მომართვა და ხვალინდელი დღის, დღეს შექმნით შთაგონება.

WHERE NEXT?“ მოიცავს შეხვედრების სერიას და ღონისძიებებს, თავს უყრის გაბედულ და თვითმყოფად ადამიანებს, შემოქმედებით პირებს, არტისტებს, მოაზროვნეებს, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებთ, იყვნენ შთამაგონებლები ახალი ტალღის ინოვატორებისთვის საქართველოდან. უნიკალური გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ ყველა ღირებულ ცოდნას მივიღებთ და დავინახავთ, თუ როგორაა მომავლის განვითარება შესაძლებელი.

ახლადშექმნილი იუთუბის არხი „WHERE NEXT?“ წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ადგილობრივი შემდგარი და ახალბედა ანტერპრენიორები გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს სამომავლო ცვლილებებზე და ერთგვარი მოტივატორის როლს შეასრულებენ ახალი თაობებისთვის — მათთვის, ვინც უნდა განახორციელონ მნიშვნელოვანი ქმედებები.

მსოფლიოში არაერთგზის აღიარებულ ერთალაოიან შოტლანდიურ ვისკს, Glenfiddich-ს პროგრესის და საზღვრების გარღვევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს — უკვალავს გზას მიმდევრებს და მუდმივად სვამს კითხვას: „WHERE NEXT?“ (რა არის შემდეგი!?)

ფორბსის 30 წლამდელებთან თანამშრომლობით, Glenfiddich-ის კამპანიაში „WHERE NEXT?“ ერთვებიან მილენიალ და Gen Z თაობებში გამორჩეული და თვითმყოფადი ადამიანები, რომლებიც ისეთ სფეროებში მოღვაწეობენ, როგორიცაა: ტექნოლოგიები, მოდა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი. ამ ინდივიდებმა უკვე იქონიეს გავლენა ახალგაზრდა თაობებზე და სტიმული მისცეს მათ გაიფართოონ შესაძლებლობების არეალი, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და გამუდმებით ჰკითხონ საკუთარ თავებს: „WHERE NEXT?“.

 

პროექტის 30 Under 30 მთავარი პარტნიორი – თიბისი
პროექტის 30 Under 30  პარტნიორი – „გალფი“
პროექტის 30 Under 30  ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *