მსოფლიოში არაერთგზის აღირებული ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის, Glenfiddich-ისა და Forbes საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, პროექტის „30 under 30”-ის სხვადასხვა წლის გამარჯვებულები შეიკრიბა და ახალ კამპანიას – „WHERE NEXT?“-ს გაეცნო.
„ბრენდი Glenfiddich-ი გლობალურ კამპანიას „WHERE NEXT?“-ს რამდენიმე წელია, ,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად და წარმატებულად ატარებს, მართავს შეხვედრებსა და ღონისძიებებს, სადაც თავს უყრის გაბედულ და თვითმყოფად ინდივიდებს, არტისტებს, მოაზროვნეებს, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებთ – იყვნენ შთამაგონებლები ახალი ტალღის ინოვატორებისთვის.
„მსოფლიოში არაერთგზის აღიარებულ ერთალაოიან შოტლანდიურ ვისკის, Glenfiddich-ს პროგრესისა და საზღვრების გარღვევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის გზას უკვალავს თავის მიმდევრებს და მუდმივად სვამს კითხვას: WHERE NEXT? (რა არის შემდეგი?) საქართველოში თანამშრომლობა „ფორბსთან“ გადავწყვიტეთ და შევქმენით კიდევ ერთი საინტერესო პლატფორმა WHERE NEXT?-ი – ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დადებით გავლენას მოახდენს საქართველოში მოღვაწე მილენიალებსა და Z-თაობაზე, – ანა ბექაური, Glenfiddich-ის ბრენდმენეჯერი საქართველოში.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა YouTube-არხი „WHERE NEXT?”-ი – პლატფორმა, სადაც ადგილობრივი, როგორც უკვე შემდგარი, ისე ახალბედა ანტრეპრენიორები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ხედვებს სამომავლო ცვლილებებზე, ისინი ერთგვარი მოტივატორის როლს შეასრულებენ ახალი თაობებისთვის – სწორედ მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი ქმედებები უნდა განახორციელოს.
„ჩვენი თანამშრომლობით იქმნება უნიკალური გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც Forbes-ის მეგობრები – წარმატებული ბიზნესმენები და 30 under 30-ის გამარჯვებული ახალგაზრდა ანტრეპრენიორები გაერთიანდებიან და გაგვიზიარებენ საკუთარ განუმეორებელ გამოცდილებას, რაც, მჯერა, დიდ გავლენას მოახდენს ახალგაზრდა თაობებზე და მოტივაციას მისცემს მათ, გაიფართოონ შესაძლებლობების არეალი, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და გამუდმებით ჰკითხონ საკუთარ თავს: „WHERE NEXT? (რა არის შემდეგი?) “ – ლიზა ხაბაზაშვილი, პროექტ 30 Under 30 -ის მმართველი.