ტექნოლოგიური გიგანტის, Yandex-ის რუსული ოფისის ხელმძღვანელმა, ელენა ბუნინამ რუსეთი დატოვა და ქვეყანაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, – ამის შესახებ ტოპ-მენეჯერმა კომპანიის შიდა ფორუმზე დაწერა.
ბუნინას თქმით, უკრაინაში ომის დაწყებისას ის შვებულებას კვიპროსზე ატარებდა და მას მერე რუსეთში აღარ დაბრუნებულა: „პირველ მარტს ისრაელში გადავფრინდი და უკანასკნელი თვის განმავლობაში კომპანიის თელ-ავივის ოფისიდან ვმუშაობდი. დაბრუნებას არ ვაპირებ – ვერ ვიცხოვრებ ქვეყანაში, რომელიც საკუთარ მეზობლებს ეომება“.
როგორც ირკვევა, გენერალური დირექტორის თანამდებობა ელენა ბუნინამ უკვე დატოვა, ხოლო დანარჩენ როლებს, მათ შორის კომპანიის HR-სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას, ის მის შემცვლელებს დროთა განმავლობაში გადააბარებს.
დატოვე კომენტარი