Morgan Stanley-ის კვლევის თანახმად, იანდექსის თვითმართვადი ავტომობილის განვითარების კომპანიის ღირებულება 7 მილიარდი აშშ დოლარია. ამჟამად იანდექსის უპილოტო ავტომობილებს გლობალურ ბაზარზე წამყვანი პოზიცია უკავია, თუმცა ამ ტრენდის შესანარჩუნებლად საჭიროა ინვესტიციების რაოდენობის ზრდა სხვადასხვა დარგში. აღნიშნულ პროგრესს იანდექსმა საკუთარი ტექნოლოგიების კომერციალიზაციით მიაღწია. იანდექსის საბაზრო ღირებულება 4 აგვისტოს მონაცემებით 24.1 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
Morgan Stanley-ის კვლევაზე დაყრდნობით, იანდექსის უპილოტო მართვის ავტომობილის კომპანია მსოფლიოს ათ უდიდეს მწარმოებელს შორისაა. თუმცა, საზოგადოებრივ გზებზე გადაადგილების მანძილით ის შესაძლოა მესამე ადგილსაც იკავებდეს. აღნიშნულ ფუნქციას დადებითად აფასებენ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებიც და ისინი მას ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის სტატუსსაც ანიჭებენ. გლობალური ბაზრის წამყვანი კომპანიები აღნიშნულ ინდუსტრიაში Alphabet-ისა და Google-ის მფლობელობაში მყოფი Waymo და General Motors-ის მფლობელობაში მყოფი Cruise არიან. თითოეული მათგანის საბაზრო ღირებულება Morgan Stanley-ის თანახმად, 30 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
იანდექსის მსგავსი ამბიციების მქონე კომპანიისათვის, 7 მილიარდი აშშ დოლარი შესაძლოა მცირე კაპიტალი იყოს. განსაკუთრებით კი ისეთი კომპანიების ფონზე, როგორებიც Alphabet, General Motors და Tesla არიან. მათი საბაზრო ღირებულება რამდენჯერმე აღემატება იანდექსის უპილოტო მართვის ავტომობილების კომპანიისას. თუმცა, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სამიზნე ბაზარი რუსეთის ფედერაციაა, მაშინ 7 მილიარდი აშშ დოლარი საკმაოდ დიდი კაპიტალია.
დატოვე კომენტარი