YouTube-ი Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას ბლოკავს

YouTube-ი Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას ბლოკავს

YouTube-ი Covid-19-ის ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე კონტროლს ამკაცრებს. შეზღუდვა შეეხება შეხედულებებს; რომლებიც შეეხება იმას, რომ თითქოს ვაქცინა სიკვდილიანობას ან უშვილობას იწვევს, ან კიდევ ამით მიკროჩიპის სხეულში ჩადება სურთ

ვიდეო პლატფორმა პირობას დებს, რომ Covid-19-ის ვაქცინაციაზე გავრცელებულ შეცდომაში შემყვან ვიდეოებს წაშლის.  

YouTube-ის პრეს-სპიკერმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დისკუსიის ფორმატის მქონე ვიდეორესურსები ვებსაიტზე დარჩება.

YouTube-ის რწმუნებით, თებერვლის შემდგომ, უკვე 200,000-ზე მეტი ვიდეო წაშალეს, რომლებიც Covid-19-ის ვაქცინის შესახებ სახიფათო ან ცრუ მტკიცებებს შეიცავდა.   

გადაწყვეტილების მიზეზი

Covid-19-თან დაკავშირებულმა დეზინფორმაციამ და შეთქმულების თეორიებმა სოციალური მედია წალეკა. უსაფუძვლო მტკიცებები და თეორიების თითქმის ყოველ სფეროს მოიცავს – დაწყებული 5G-ის ანტენებით და პანდემიის გავრცელებით, ბილ გეითსის მიერ მიკროჩიპების საშუალებით მილიარდების შოვნის გეგმით დამთავრებული.

ცნობისთვის, Facebook-მა და Instagram-მა ვაქცინათა საწინააღმდეგო რეკლამები სამშაბათს აკრძალეს. Twitter-მა კი ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა მარტში დაიწყო. ხოლო Pinterest-მა, რომელსაც უკვე ჰქონდა მკაცრი წესები მცდარ სამედიცინო ცნობებთან დაკავშირებით, გადაწყვიტა მომხმარებლები WHO-ს მიერ დადასტურებულ გვერდებზე გადაამისამართოს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *