Youtube-ი ვიდეოების შემქმნელებს მოგების მიღების უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს

Youtube-ი ვიდეოების შემქმნელებს მოგების მიღების უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს

Youtube-ი ვიდეოების შემქმნელებს ფანებისგან მოგების მიღების ახალ გზებს სთავაზობს. Youtube-ის ახალ სერვისს Super Thanks-ი ეწოდება.  კომპანიის მიზანია, პლატფორმიდან შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობებით, მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვანწილად გაზარდოს.

Super Thanks-ი უკვე მეოთხე სერვისია, რომელიც საშუალებას მისცემს ე.წ. “იუთუბერებს” საკუთარი მაყურებლების რაოდენობის მიხედვით უფრო მეტი ფული გამოიმუშაონ. Youtube-ი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოაპლიკაციების ახალი სერვისით ისეთ წამყვან პლატფორმებს გაუწევს კონკურენციას, როგორიცაა TikTok-ი და Instagram-ი.

Youtube-ის წარმომადგენლების განცხადებით, საკუთარი არხების ხელშესაწყობად, კომპანიამ გადაწყვიტა, მომხმარებელს Super Thanks-ის სერვისი ოთხ სხვადასხვა ფასად შესთავაზოს. Super Thanks-ის სერვისის ღირებულება $2-დან $50-მდე მერყეობს. სერვისის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლის კომენტარი წინა პლანზე განათებულად გამოჩნდება კომენტარების სექციაში, რაც საშუალებას მისცემს შემქმნელს, ფანის საჩუქარს კომენტარითვე უპასუხოს.

კომპანიის ახალი სერვისი ვიდეოების ათასობით შემქმნელისთვის 68 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ის უფრო მეტად გაფართოვდება. ფანებს Youtube-ის წევრობის მეშვეობით შეუძლიათ სერვისის ღირებულების დაფარვა. გარდა ამისა, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში მათი კომენტარი ვიდეოს პირდაპირი ტრანსლაციისას კომენტარების სექციის სათავეში აღმოჩნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *