საბავშვო გასართობი ვიდეო Baby Shark ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა YouTube-ზე. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, აღნიშნულმა ვიდეომ 7.04 მილიარდი ნახვა დააგროვა და გადაუსწრო ნახვებით მსოფლიო ჰიტს – Despacito-ს.
საბავშვო ვიდეო Baby Shark-ი 2016 წელს აიტვირთა YouTube-ზე. სიმღერა განსაკუთრებით პოპულარული 2018 წელს გახდა და ის თითქმის ყველა მცირეწლოვანს და მის მშობელს ერთხელ მაინც აქვს ნანახი.
საბავშვო ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ის მოიცავს მარტივ საცეკვაო მოძრაობებს და ტექსტს, რომელსაც როგორც ჩანს მილიარდობით ბავშვი აჰყვა.
“მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრების მხარდაჭერისა და სიყვარულის გარეშე, Baby Shark-ი ახალ რეკორდს ვერ დაამყარებდა. ჩვენ პატივი გვაქვს ეს რეკორდი გვეკუთვნოდეს, გავაგრძელებთ უფრო მაღალხარისხიანი გასართობი კონტენტის შექმნას“, – განაცხადა კორეული გასართობ-საგანმანათლებლო რესურსების შემქმნელი კომპანია SmartStudy-ის ხელმძღვანელმა, მინ სეოკ კიმმა.
დატოვე კომენტარი