2019 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 8.3 პუნქტამდე შემცირდა, რაც 18.7 პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. მსგავსი დაბალი მაჩვენებელი ბოლო 4 წელია არ დაფიქსირებულა.
კვლევის მიხედვით, რომელსაც ICC, BIA და ISET ატარებენ ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი შემცირდება დაფიქსირდა საცალო ვაჭრობის, საფინანსო და მშენებლობის სექტორებში. აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირება გამოწვეულია როგორც მიმდინარე საქმიანობის შეფასების შემცირებით, ისე მოლოდინების გაუარესებით. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთადერთი სექტორი, სადაც ბიზნესის განწყობის ინდექსი გაზრდილია.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, 2019 წლის მესამე კვარტალში 23.5 პუნქტით არის შემცირებული. ბიზნესის ოპტიმიზმის ინდექსი მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბოლო კვარტლებში მოლოდინების გაუმჯობესების შემდეგ და 21.7 პუნქტს შეადგეს.
საცალო ვაჭრობის სექტორთან ერთად, მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის ოპტიმიზმის შემცირებაში. მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა მოლოდინების ზრდა.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ზომიერად შემცირებულია. მოსალოდნელი ფასები მომსახურების და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია, მაშინ როცა სხვა სექტორებში უფრო მაღალ ფასებს ელიან. მოლოდინები გაუარესებულია როგორც დიდი ზომის, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის.
საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად დიდი ბიზნესი მოთხოვნის სიმცირეს ასახელებს, მცირე და საშუალო ბიზნესი კი – ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.
დატოვე კომენტარი