ზედაზენი პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდის “ჰოლსტენის” ჩამოსხმას იწყებს

ზედაზენი პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდის “ჰოლსტენის” ჩამოსხმას იწყებს

ზედაზენი მომხმარებელს პრემიუმ-კლასის გერმანულ ლუდს ჰოლსტენს შესთავაზებს. კომპანიის გენერალური დირექტორი კახა კოტრიკაძე ფორბსთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში მომხმარებელი უპირატესობას გერმანულ ლუდს ანიჭებს, სწორედ ამიტომ კომპანიამ კიდევ ერთ გერმანულ ბრენდზე გააკეთა აქცენტი. 

“მას შემდეგ, რაც ჩვენი ბოლო პროდუქტი “რაგნარი” ქართულმა ბაზარმა კარგად მიიღო, ახალზე ფიქრი დავიწყეთ. პოპულარული სერიალის, “ვიკინგების” პოპულარული გმირის სახელმა და პროდუქტის გემოს თვისებების კომბინაციამ კარგი შედეგი მოგვიტანა, დაგვარწმუნა, რომ წარმატებაც ელის და საექსპორტო პოტენციალიც ექნება. ახლა აქცენტი ისევ გერმანულ ბრენდზე გავაკეთეთ და “ჰოლსტენი” ავირჩიეთ. საქართველოში უპირატესობას მაინც გერმანულ ლუდს ანიჭებენ და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არჩევანი ჩვენც პრემიუმ-კლასის ბრენდზე შევაჩერეთ, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კარგადაა ცნობილი და ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სრულად დავიცავით გერმანელების ეგრეთ წოდებული “წმინდა კანონი” და ლუდში არაფერია წყლის, ალაოსა და სვიის გარდა. ეს არის წმინდა გერმანული გემო, ოდნავ მეტი სვიის სიმწარით, თუმცა – არა მძიმე ლუდი”, – ამბობს კახა კოტრიკაძე.

კახა კოტრიკაძის ინტერვიუ სრულად ფორბსის მაისის გამოცემაში წაიკითხეთ.

.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *