კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად სულ უფრო მეტი ოფისი უბრუნდება ჩვეულ სამუშაო გარემოს. დამსაქმებლებს პანდემიამ დასაქმებულებთან ურთიერთობის შესახებ ბევრი რამ ასწავლა და მიახვედრა მათს საჭიროებებთან თანხვდენილობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, ბავშვების მოვლის პრაქტიკის კიდევ უფრო წასახალისებლად დასაქმებულებს გარკვეულ ბენეფიტებს ჰპირდებიან.
კომპანიების ხელმძღვანელებმა შენიშნეს, რომ ჯანდაცვის კრიზისის დროს დასაქმებული მშობლები სამსახურებრივ და ოჯახურ მოვალეობებს თანაბარი ძალისხმევით ასრულებდნენ. შესაბამისად, უფრო მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბავშვის მოვლის რუტინის წასახალისებლად დასაქმებული მშობლები გარკვეული ბენეფიტებით მოამარაგონ ან ყოველდღიური ბავშვის მოვლის სერვისი შესთავაზონ.
იმ კომპანიების პრაქტიკა, რომელთაც მსგავსი მიდგომა საკუთარ სამუშაო სტრუქტურაში უკვე დანერგეს, აჩვენებს, რომ შედეგები მეტად იმედის მომცემია. მათი ბენეფიტები ხშირ შემთხვევაში რეპეტიტორების ხელმისაწვდომ ფასად დაქირავებასაც გულისხმობს საჭირო მუშახელის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, დასაქმებულების წახალისება ნაკლებ სამუშაო საათებს ან დისტანციური მუშაობის შესაძლებლობასაც გულისხმობს.
შედეგად კი ეს ყველაფერი დასაქმებულისათვის სამუშაო ცხოვრებისა და პირადი პასუხისმგებლობების დაბალანსებით, სულ უფრო მეტ ადამიანს ეხმარება დასაქმების სირთულეებთან დაკავშირებული ბარიერების დამსხვრევაში.
დასავლურ საზოგადოებებში გენდერული თანასწორობის პრობლემების თანდათანობით აღმოფხვრის მიუხედავად, აღნიშნული საკითხი დასაქმებულ ქალებს უფრო მეტად ეხებათ. პანდემიამ კი ამ მოსაზრების მართებულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა.
დატოვე კომენტარი