Zoom-ი 2021-ში უფრო მეტ ზრდას ელოდება, ვიდრე პანდემიის წელს ჰქონდა. ამის შესახებ BBC წერს.
ვიდეოკონფერენციების პლატფორმის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ერიკ იუანი, რომლის ბიზნესიც პანდემიის დროს აყვავდა, ამბობს, რომ სახლიდან მუშაობა კვლავ გაგრძელდება.
Zoom-ი მიმდინარე წელს გაყიდვების 40%-იან ზრდას ელოდება. წინასწარი პროგნოზით, კომპანიის გაყიდვები $3.7 მილიარდს მიაღწევს. დადებითი მოლოდინების გამო, Zoom-ის აქციები რამდენიმესაათიანი ვაჭრობის შედეგად 6%-ით გაიზარდა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი ამ დრომდე ზრდას 2021 წელსაც არ ელოდებოდნენ, თუმცა ბოლო ტენდენციები ამაზე მიუთითებს.
ცნობისთვის, Zoom-ის გაყიდვები 2020 წლის ბოლო კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 370%-ით გაიზარდა და $882.5 მილიონი შეადგინა.
„მეოთხე კვარტალმა წლის ძლიერი დასასრული აჩვენა და დაგვანახვა, რომ Zoom-ისთვის უპრეცედენტო წელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო პანდემიას თავს აღწევს, თუმცა ჩვენ მუშაობას სულ რაღაც ახლა ვიწყებთ“, – განაცხადა ერიკ იუანმა.
დატოვე კომენტარი