Zoom შესაძლოა პანდემიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, ის აღარ არს საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დისტანციურად მუშაობის ეპოქაში ყველაზე სწრაფად იზრდება.
ახლა ეს ადგილი კომპიუტერული სერვისების პროვაიდერმა Fastly-მ დაიკავა, რომელიც დაახლოებით იმ პერიოდში გამოჩნდა ბირჟებზე, რა პერიოდშიც Zoom-ი. Fastly-ის აქციები 222%-ით გაიზარდა 19 თებერვლის შემდეგ, Zoom-ის კი 159%-ით.
Fastly-ის ტექნოლოგია ეხმარება მომხმარებლებს უფრო სწრაფად ჰქონდეს ციფრულ კონტენტზე წვდომა. მის მომხმარებლებს შორისაა ელექტრონული ვაჭრობის ერთ-ერთი ცნობილი პროვაიდერი Shopify-ი, ასევე მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი Spotify და საკომუნიკაციო აპლიკაცია Slack-ი. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ Fastly-ი არის ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ყველაზე წარმატებული დისტანციური სამუშაო რეჟიმის დროს მუშაობის გამარტივების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ Fastly-ის შემოსავლები პირველ კვარტალში 38%-ით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი