ზურა მესტიაშვილი Forbes-ის 30Under30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვდა

ზურა მესტიაშვილი Forbes-ის 30Under30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვდა

GoPeer-ის ქართველი თანადამფუძნებელი, ზურა მესტიაშვილი, ჩრდილოეთ ამერიკაში Forbes-ის 30Under30-ის 2024 წლის გამარჯვებულებს შორის მოხვდა განათლების კატეგორიაში. მასთან ერთად სიაში GoPeer-ის კიდევ ორი დამფუძნებელი, ეთან ბაინდერი და ერიკ ლაუკსი არიან.

GoPeer-ი 2017 წელს, მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის პერსონალური სწავლების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ის მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ სწავლებას და ტესტის მომზადებას საბავშვო ბაღის ასაკიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. GoPeer-ის მიზანი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და ეფექტიანი გაკვეთილების შეთავაზებაა.

ცოტა ხნის წინ, GoPeer-ი აშშ-ში ციფრული სასწავლო გეგმების უმსხვილესმა ეროვნულმა პროვაიდერმა, Imagine Learning-მა შეიძინა. მისი მხარდაჭერით, GoPeer-ის მომხმარებელთა რიცხვი შეიძლება 16,000 მოსწავლიდან 9 მილიონზე მეტამდე გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ GoPeer-ის განსავითარებლად დამფუძნებლებმა 4.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს და კომპანია ოთხი წლის განმავლობაში 200%-დან 600%-მდე გაზარდეს.