Forbes Education | 2024 წლის აპრილის სპეციალური გამოცემა

Forbes Education | 2024 წლის აპრილის სპეციალური გამოცემა

Forbes Georgia-ს სარედაქციო გუნდი წარმოგიდგენთ 2024 წლის აპრილის სპეციალურ გამოცემას Forbes Education.

საგანმანათლებლო ნომრის გარეკანზე:

განათლების გლობალური ხედვა

კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდთან ერთად, ახალი კამპუსებით, უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებითა და საერთაშორისო პარტნიორების ფართო ქსელით, გლობალური ექსპანსიისთვის ემზადება.

ნომერში ასევე იხილავთ:

რეიტინგები და ფაქტები

საქართველო და რეგიონი: განათლების დანახარჯები | ავტორი: ეგნატე შამუგია

„რეგიონის ქვეყნებიდან განათლებაში დაბალი საჯარო დანახარჯების დონით საქართველო გამოირჩევა. დაწყებითი განათლების საფეხურზე ერთ მოსწავლეზე დახარჯული საჯარო რესურსები ერთ სულ მოსახლეზე განაწილებულ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 8.8%-ია, რაც საშუალო განათლების შემთხვევაში 13.6%-ს შეადგენს. საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთ სტუდენტზე საჯარო დანახარჯი 10%-ია.“

ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები საქართველოს უნივერსიტეტებში | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

საქართველოში სტუდენტი (ბაკალავრიატის) წელიწადში დაახლოებით 35 ათასამდე აბიტურიენტი ხდება. დღეს ქვეყანაში 56 უნივერსიტეტია, სადაც აბიტურიენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. თუმცა აბიტურიენტების 70%-მდე 10 მიმართულებას (ფართო გაგებით – პროფესია) შორის აკეთებს არჩევანს.

ქართული მეცნიერება რიცხვებში: ბოლო 5 წლის ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო დაწესებულებები და ნაშრომები | ავტორი: სანდრო თარხან-მოურავი

სად იქმნება გავლენიანი მეცნიერება დღევანდელ საქართველოში? მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში თუ კერძო უნივერსიტეტების წვლილიც საგრძნობია? რამხელაა უნივერსიტეტებისგან დამოუკიდებელი სამეცნიერო ინსტიტუტების როლი? ამ შეკითხვებს პასუხობს ჩვენი ტოპ-24, რომელიც სამივე კატეგორიის დაწესებულებებს მოიცავს.

ყველაზე შემოსავლიანი ქართული უნივერსიტეტები | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

უნივერსიტეტის შემოსავლიანობა, სხვა მრავალ ინდიკატორთან ერთად, მის სტატუსსაც განსაზღვრავს და პოტენციური სტუდენტების გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ Forbes Georgia ქართული უნივერსიტეტების რეიტინგს მათი შემოსავლების მიხედვით გთავაზობთ.

მოსაზრებები

შეუსრულებელი მისია: რატომ ვერ ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემა? | ავტორი: ელენე ჯიბლაძე

„დასაფიქრებელი აქ ის არის, რომ 2004 წლის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა, სისტემა მყიფე, არასტაბილური მდგომარეობიდან მდგრადი განვითარების ფაზაზე ვერ გადადის. საგანმანათლებლო სისტემა განვითარების ამ მყიფე და არასტაბილურ მდგომარეობაში გაიყინა, სადაც გადაწყვეტილების მიმღებები ფორსმაჟორში მუშაობაში დახელოვნდნენ, უნივერსიტეტები სისტემაში პასიური სერვისის მიმწოდებლები არიან და უმაღლეს განათლებაში მიმდინარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესების პრობლემატიზაცია არ ხდება.“

განათლების ციფრული ტრანსფორმაციის ლოდინში | ავტორი: ნანა დიხამინჯია

„ალბათ განათლების ნამდვილი ციფრული ტრანსფორმაცია მაშინ დაიწყება, როცა კაცობრიობა ორგანიზებული ჯგუფური სწავლებიდან პერსონალიზებულ თვითსწავლაზე გადავა ზრდასრულობამდე ბევრად ადრე, ამჟამად არსებული და განვითარებადი ტექნოლოგიების უწყვეტი ინტეგრირებით, სადაც მასწავლებლის როლი ინფორმაციის გადამცემიდან შემეცნების ხელშემწყობად გარდაიქმნება.“

განათლების პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა | ავტორი: სიკო ჯანაშია

„რა არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათლე­ბის სის­ტე­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობლემა, რისი გააზრების გარეშეც მისი განვითარება გაგვიჭირდება? ზოგი იტყვის, რომ პრობლემა მასწავლებლებისა და პროფესორების მოტივაცია და კომპეტენციებია. სხვისთვის მმართველების არასწორი დამოკიდებულება და მცდარი გადაწყვეტილებებია გადამწყვეტი. ეკონომიკური პერსპექტივიდან, საკვანძო პრობლემა ფინანსური რესურსების ნაკლებობაა. ზოგიერთისთვის სასწავლო რესურსების ხარისხია მნიშვნელოვანი. ყველა ეს და სხვა მსგავსი წუხილი ლეგიტიმურია, მაგრამ ამ სფეროში რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე ფიქრის დასაწყებად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ განათლების სისტემა სასურველზე ნელა ვითარდება.“

რას მოუტანს EU კანდიდატის სტატუსი განათლებასა და მეცნიერებას? | ავტორი: ლიკა ღლონტი

„ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბამ, როგორც ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა მოვლენამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, უზარმაზარი ემოციური ტალღა გამოიწვია. დიდ სიხარულთან ერთად დიდი იმედიც გაჩნდა – ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას აწი ამ სტატუსს ვუკავშირებთ. გამონაკლისი არც განათლებისა და მეცნიერების სფეროებია.“

განათლების სექტორი ბაზრის მოთხოვნების პირისპირ | ავტორი: თამარ სულუხია

„დღეს, როდესაც ლიდერები და ექსპერტები გლობალურ დონეზე მომავლის საჭიროებებზე მსჯელობენ, ჩვენ საქართველოს რეალობაზე საუბარს დავუბრუნდეთ. კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი მაღალკვალიფიციური კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში დღეს უნარებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის შეუსაბამობის ფენომენთან გვაქვს საქმე და პრობლემა საკმაოდ მძაფრია.“

სასკოლო განათლების ხარჯი იზრდება, ხარისხი კი მცირდება | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„ზოგადად, მაღალი ხარისხის განათლება ძვირი ღირს და ის ქვეყნის გამდიდრების პარალელურად მიიღწევა, მაგრამ თუ ქვეყანას ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკა აქვს, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ხელს უშლის, ქვეყნის გამდიდრებაც გადავადდება და კონკურენტუნარიანი განათლების მქონე მოსახლეობის ყოლაც.“

ინტერვიუ და პროფილი

განათლების გლობალური ხედვა | ავტორი: დავით ცირამუა

207-მდე პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი 61 ქვეყ­ნი­დან — ეს კახა შენგელიას 25-წლიანი მუშაობის ერთ-ერთი შედეგია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნის, ინტერნაციონალიზაციის მყარი საფუძველია.

ჩართე განათლებისთვის | ავტორი: დავით ცირამუა

არაფორმალური განათლების ენთუზიასტების მიერ წამოწყებული საქველმოქმედო კამპანია „ჩართე“ 2,000,000 ლარზე მეტის მოცულობის დონაციითა და ინტერნეტთან დაკავშირებული 2,500-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლის ისტორიით, განათლების ციფრული ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე მუშაობს.

სწრაფვა ახალი მწვერვალებისკენ | ავტორი: იზა გვარამაძე

40 აკრედიტებული პროგრამა, 4000-ზე მეტი კურსდამთავრებული – ეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტია, პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებსა ქართველოში, რომელმაც სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე დაიწყო. IBSU-ს ახალ მენეჯმენტს უნივერსიტეტის შედეგების გაუმჯობესება და უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა აქვს გადაწყვეტილი.

ცოდნით – მომავლის შექმნისაკენ! | ავტორი: ანიტა მუსკარია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მიზანიც რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბებაა, საგანმანათლებლო სფეროში 2020 წელს გამოჩნდა. წელს KIU-ს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება, რომელთა მომავალი უნივერსიტეტის მიერ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ საწყის ნაბიჯებს შეაფასებს.

ცვლილებების 25 წელი ბიზნესგანათლებაში | ავტორი: დავით ცირამუა

„ცვლილებების დროა და გვაქვს შანსი, ამ ცვლილების მთავარი ინიციატორები და მონაწილეები ვიყოთ“ — ამ სიტყვებით ასრულებს ჩვენთან ინტერვიუს რესპონდენტი და ამავე პრინციპს ეფუძნება კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) 25-წლიანი ისტორია და სამომავლო გეგმები, რომელთაც ჩვენი მკითხველისთვის სკოლის კურსდამთავრებული, ასოცირებული პროფესორი და დეკანი, ელენე ჯღარკავა აჯამებს.

ვისაუბროთ მენტალურ ჯანმრთელობაზე | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

მინდია გაბიჩვაძემ MEDENS HEALTH-ი აშშ-ში მას შემდეგ დააფუძნა, რაც თავისი მულტიდისციპლინური აკადემიური ინტერესების შესაბამისი კლინიკა ვერ იპოვა. MEDENS GEORGIA-სა და „საქართველოს უნივერსიტეტის“ ერთობლივი სასწავლო პროგრამის მეშვეობით დღეს იგი საქართველოში ფსიქოლოგიის სფეროს ამერიკულ სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

განათლება თავისუფლებისთვის | ავტორი: იზა გვარამაძე

ორი წლის წინ „ლიბერთიმ“ განათლება კორპორაციული სოციალური პასუსიხმგებლობის მთავარ მიმართულებად დაასახელა და თემატური პროექტების მხარდაჭერაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო. ბანკის ახალი სტრატეგიის – „განათლება თავისუფლებისთვის“ – შედეგებსა და აქტივობებზე ლიბერთის CSR-მიმართულების ხელმძღვანელი, ტაპი ზაქარიაძე გვესაუბრა.

ორმაგი სპეციალობა – კარიერული უსაფრთხოების საწინდარი? | ავტორები: ემა უიტფორდი და რინა ტორჩინსკი

იზრდება იმ ბაკალავრიატის სტუდენტთა რიცხვი, რომლებიც ერთზე მეტ სპეციალობას სწავლობენ, და ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ასეთი დივერსიფიცირებული უნარების სარგებელი კურსდამთავრებულებს პროფესიულ ცხოვრებაშიც მიჰყვებათ.

ტოპ-კოლეჯში მოხვედრა გსურს? დაოსტატდი ესეს წერაში | ავტორი: ემა უიტფორდი

როცა Affirmative Action-ი აკრძალულია, ხოლო SAT-ების გამოყენების ფაქტები იკლებს, კონკურენტული კოლეჯები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ესეებს. ChatGPT აქ გამოწვევას წარმოადგენს.

ChatGPT: თქვენი ბავშვის შემდეგი მეგობარი | ავტორი: რაში შრივასტავა

უამრავი სტარტაპი აწარმოებს რობოტებსა და სათამაშოებს, რომლებსაც გენერირებული ხელოვნური ინტელექტის წყალობით ბავშვებთან სრულფასოვანი საუბარი შეუძლიათ.

ისტორია

რიტორიკის ნაყოფნი „ბარბაროსულ“კოლხეთში | ავტორი: ნიკა ხოფერია

ბერძნულ-რომაულ სამყაროში ფილოსოფიისა და რიტორიკის რამდენიმე ცნობილი სკოლა არსებობდა. კლასიკური ხანის ცნობილი მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, რიტორები, პოლიტიკოსები ამ სკოლებში იღებდნენ განათლებას. ცნობილ მასწავლებელთა სახელი კი შორს იყო გავარდნილი. ფასისის აკადემია ანუ კოლხეთის რიტორიკული სკოლა სწორედ ერთ-ერთი ასეთი განათლების კერა იყო რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *