გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის აპრილის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:
ბოთლში მოქცეული ისტორია
„ბადაგონი“, გიორგი სალაყაიას ხელმძღვანელობით, ქართული ვიტიკულტურის მდიდარ ისტორიას მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი 12,000,000 ღვინის ბოთლით ჰყვება.
ნომერში ასევე წაიკითხავთ:
მოსაზრება და ფაქტები
ღვინის კომპანიების რეიტინგი
ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოს უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო საქონელია. მაგალითად, 2023 წელს 257.7 მლნ ლარის ღირებულების, 89.4 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ეს კი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2%-ია.
ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა: რომელ დარგებში იდება ფული?
2023 წელს შემოსული ინვესტიციების 90% ათ ქვეყანაზე მოდის. აქედან გამომდინარე, სტატიაში განვიხილავთ საქართველოს ეკონომიკის რომელ დარგებში დებს ფულს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა.
მაკრონის „შემოტრიალება“ | ავტორი: გიორგი ცხადაია
„ისე ჩანს, რომ დასავლური პოლიტიკური და სამხედრო ისტებლიშმენტის ზოგიერთი წევრისთვის ნელ-ნელა აშკარა ხდება ის, რომ უკრაინის კონფლიქტის გადაჭრა მოითხოვს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო და პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას. ამ მიზნით კი დრომოჭმული პოლიტიკური დოგმები და შეხედულებები ფრთხილად, მაგრამ აუცილებლად უნდა გადაისინჯოს.“
როგორ შევამციროთ კორუფცია? | ავტორი: ეგნატე შამუგია
„კორუფცია უსამართლოა, უსამართლობა კი – კეთილდღეობისთვის საზიანო. რაც უფრო მაღალია კორუფცია, მით უფრო დაბალია სამართლის უზენაესობა, რადგან ამ დიადი სამართლებრივ-პოლიტიკური იდეალის არსებითად მნიშვნელოვანი პრინციპები – თანაბარი მოპყრობა და პროცედურული სამართლიანობა – ხელყოფილია. თუ ეს პრინციპები ირღვევა, მაშინ კორუფციისთვის ნაყოფიერი გარემოება ჩნდება.“
ღაზა და მერყევი შტატები: ბაიდენი ორ ცეცხლს შუა | ავტორი: აკა ზარქუა
„ღაზაში მიმდინარე ომის არეალის გაფართოება, კონფლიქტში ირანის ან სხვა მოთამაშეების პირდაპირი ჩართვა ბაიდენის კამპანიისთვის შესაძლოა ფატალური დარტყმა აღმოჩნდეს.“
ამერიკის დეკამილიარდერი ოჯახები | რედაქტორები: მეტ დუროტი და ანდრეა მერფი
მილიარდი დოლარი ის აღარაა, რაც ადრე იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მრავალ თაობას შორის ნაწილდება. ასე რომ, ჩვენ ვზრდით ფსონს. აშშ-ში უმდიდრესი ოჯახების ჩვენი ნახევრად რეგულარული რეიტინგის ამ გამოცემაში კვალიფიკაციის მისაღებად გჭირდებათ მინიმუმ $10 მილიარდის წმინდა ღირებულება. ორმოცდახუთი კლანი ახერხებს აქ მოხვედრას, მათ შორის, ისეთი ისტორიული სახელები, როგორიცაა როკეფელერები, ჰერსტები და ჰანტები. (მათი საერთო სიმდიდრე $1,3 ტრილიონია) მაგრამ სხვა ცნობილი დინასტიები – კენედები და გეტიები, მხოლოდ ორი რომ დავასახელოთ – უბრალოდ არასაკმარისად მდიდრები არიან.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკა | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელიწადში საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის დაფინანსება გაიზარდა, რამაც (ეკონომიკურ ზრდასთან ერთად) სამედიცინო მომსახურების მიმართ ხელმისაწვდომობა გაზარდა, სექტორში აშკარად ბევრი გამოწვევაა.“
ინტერვიუ და პროფილი
ბოთლში მოქცეული ისტორია | ავტორი: დავით ცირამუა
1,500-ზე მეტი „ბადაგონელი“ გიორგი სალაყაიას ხელმძღვანელობით ქართული ვიტიკულტურის მდიდარ ისტორიას მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი 12,000,000 ღვინის ბოთლით ჰყვება. კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და მეღვინეობის ტრადიციული მიდგომების განვითარების პარალელურად, „ბადაგონი“ სტუმარმასპინძლობის მიმართულებითაც აფართოებს საქმიანობას. შედეგებსა და სამომავლო გეგმებს კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია შეაჯამებს.
ხარისხი რაოდენობის ნაცვლად | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
„კორპორაცია ქინძმარაული“, რომელიც ისტორიული ყვარლის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობაა საქართველოში. კომპანიას 26-ზე მეტი სახეობის ალკოჰოლური სასმელი მსოფლიოს 26 ქვეყანაში გააქვს, სხვებისგან კი ის გამოარჩევს, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არაა და ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. საწარმოს ისტორიის, ქართული ღვინის სექტორისა და სამომავლო გეგმების შესახებ მის დამფუძნებელ თამაზ კენჭოშვილს ვესაუბრეთ.
ქართული ღვინის გლობალური ელჩი | ავტორი: იზა გვარამაძე
ნიკა ზაუტაშვილის მიერ ათი წლის წინ თავისუფალ დროს გაშენებული ვენახი დღეს უკვე MTEVINO-ს მრავალჰექტარიან მევენახეობაში ერთიანდება. კომპანიის მისია ქართული ღვინის მსოფლიოს რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის გაცნობაა, რისთვისაც საზღვრებს გარეთ ექსპორტის, ქვეყნის შიგნით კი ტურიზმის მიმართულების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. MTEVINO-ს წარსულსა და მომავალზე ნიკა ზაუტაშვილთან ერთად კომპანიის ტურიზმის მიმართულების დირექტორს, ქეთი ხვედელიძეს ვესაუბრეთ.
ღვინით ნათქვამი სიმართლე | ავტორი: იზა გვარამაძე
ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მიღებული გამოცდილების შემდეგ, ბენო ქაშაკაშვილმა ძალების მოსინჯვა ღვინის წარმოებისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში სცადა. ასე ჩაეყარა 2015 წელს საფუძველი VINOTEL-ის მარანს, მასთან აფილირებულ სასტუმროსა და რესტორანს და ღვინის კომპანია VINOTELLS-ს. ბენო ქაშაკაშვილმა სწორედ VINOTEL-ში გვიმასპინძლა და საკუთარი წარმოების ღვინის თანხლებით აღნიშნულ ბიზნესში შესვლის მოტივაციაზე, სექტორის გამოწვევებსა და კომპანიის მიღწევებზე გვესაუბრა.
ახალი ბაზრების ათვისება | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
ბოლო 25 წლის განმავლობაში „კორპორაცია ქართული ღვინო“ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას სხვადასხვა სახეობის ღვინით უზრუნველყოფს. ამ პერიოდში მეღვინეობამ მრავალი ჯილდო მიიღო, თავისი საქმიანობა გააფართოვა და ინდუსტრიის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. კორპორაციის დამფუძნებელი დიმიტრი ნოზაძე კომპანიის ისტორიის, საქმიანობისა და გეგმების შესახებ გვესაუბრა.
ალტერნატიული სწავლების დაფინანსება | ავტორი: ემა უიტფორდი
სულ უფრო მეტი შტატი აძლევს ფულს მშობლებს, რომლებსაც ბავშვები საჯარო სკოლიდან გამოჰყავთ, და ასე იქმნება რეზერვი, რომელიც შეიძლება ონლაინსწავლებისა და მიკროსკოლების პროგრამებზე დაიხარჯოს.
რატომ გაკოტრდა კორნელ ვესტი? | ავტორები: ზაქ ევერსონი და ჯემიმა დენჰამი
განქორწინების დოკუმენტებში ვხედავთ „საიდუმლო ცხოვრების“ ბრალდებებს და ვიგებთ, თუ როგორ დარჩა თითქმის მშრალზე წლების განმავლობაში მილიონების მშოვნელი საპრეზიდენტო კანდიდატი.
მეფუნთუშე | ავტორი: ქლიო სორვინო
King’s Hawaiian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ტაირამ მამის ბიზნესის კონტროლი თავის თავზე 1980-იან წლებში აიღო და დიდ რისკზე წავიდა, რამაც მაგრად გაამართლა – მცირე ოჯახური საცხობი $2-მილიარდიან ქონებაში გადაიზარდა. ახლა ის მეტ შესყიდვებზეა დაგეშილი.
როგორ დაგორავს იო გოტი | ავტორი: ჯაბარი იანგი
მემფისის რეპვარსკვლავი მართავს ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ლეიბლს, ფლობს MLS-ის გუნდის ნაწილს და, მილი მილიარდერი მენტორი JAY-Z-ის მსგავსად, თავისი იმპერიის გაფართოებას ცდილობს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის მიდის ბიზნესის სკოლაში.
ისტორია
კაიროდან ვატერლოომდე: ქართველები ნაპოლეონის არმიაში | ავტორი: ნიკა ხოფერია
„ომებში, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციას მოჰყვა და 1815 წლამდე, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის საბოლოო გადადგომამდე გაგრძელდა, მრავალი ეროვნების ადამიანი მონაწილეობდა. ევროპის მასშტაბებში დაწყებული ეს სამხედრო დაპირისპირება გავრცელდა ამერიკასა და აზიაშიც და მთელი მსოფლიო მოიცვა. ნაპოლეონის არმიაში მებრძოლ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის იყვნენ ქართველებიც, რომლებიც ევროპის ისტორიის ამ გამორჩეულ ფიგურას პირველად ეგვიპტეში შეხვდნენ.“
დატოვე კომენტარი
My slouse aand I stumbled ovber here bby a different web page and tthought I might as well
check thingbs out. I lije what I seee so noow i am folowing you.
Lookk forward to finding out abot your wweb page repeatedly.
You have made soe really good pointss there. I looked onn tthe internet to learn mre about tthe issue annd found moxt indivixuals wil go along
with your views on this website.
I really like your writing style, superb information, regards for putting up :D. “In university they don’t tell you that the greater part of the law is learning to tolerate fools.” by Doris Lessing.